in

მსოფლიო თასზე საქართველოსთან თამაშის საგზური პორტუგალიამ მოიპოვა

2023 წელს მსოფლიო თასის ბოლო მონაწილე გაირკვა. საფრანგეთის საგზურისს მოსაპოვებლად დუბაიში საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართა, რომელშიც პორტუგალიის, აშშ-ის, ჰონგკონგისა და კენიის ნაკრებები თამაშობდნენ. ეს მინი ტურნირი ჩვენთვის საინტერესო იმით იყო, ორმ ამ ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ნაკრებთან ერთად, C ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებდა.

გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს აშშ-ისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდნენ (მანამდე აშშ-ის ნაკრებმა კენია 68:14, ჰონგ კონგი კი 49:7 დაამარცხა, ხოლო პორტუგალიამ კენიას 85:0, ჰონგ კონგს კი 42:14 მოუგო), თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბოლო წუთები დრამატული გამოდგა. მატჩისათვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც პორტუგალიელებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს, დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 16:16 დასრულდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლები პორტუგალიას უკეთესი ჰქონდა და საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზურიც მათ მოიპოვეს.

საბოლოოდ რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფებში ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი – ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ურუგვაი, ნამიბია;

B ჯგუფი – სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, ტონგა, რუმინეთი;

C ჯგუფი – უელსი, ავსტრალია, ფიჯი, საქართველო, პორტუგალია;

D ჯგუფი – ინგლისი, იაპონია, არგენტინა, სამოა, ჩილე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არგენტინამ და ურუგვაიმ მუნდიალზე 900 კგ ხორცი წაიღეს

კვარა მსოფლიოს 100 საუკეთესოშია