in

კვარა მსოფლიოს 100 საუკეთესოშია

ბრიტანულმა გამოცემა Fourfourtwo-მ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. 100 საუკეთესოს შორის ქართველიც მოხვდა – ხვიჩა კვარაცხელია სიაში 37-ე ადგილზეა და ბევრ ცნობილ მოთამაშეს უსწრებს.

„ფეხბურთელები შერჩევისას გავითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიჭი. ჩვენს სიაში მოხვდნენ მომავალი ვარსკვლავები და ასევე ის შესანიშნავი მოთამაშეები, რომელთა თამაშიც გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდება“, – წერია სტატიაში.

გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც წერს:
„კვარაცხელია უცნობი ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელიც 2022 წლის დასაწყისში სამშობლოში, ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა. ახლა კი „ნაპოლიში“ ბრწყინვალე თამაშით „ანგრევს“ სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგას. კვარაცხელია გარემარბია, რომელსაც უყვარს შეტევა, ჭკვიანი მოთამაშეა და კარგად იცის, როგორ გააკონტროლოს თამაშის ტემპი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო თასზე საქართველოსთან თამაშის საგზური პორტუგალიამ მოიპოვა

დღეს მე ვარ ყატარელი, აფრიკელი, არაბი, გეი, ინვალიდი და მუშა