ქარიმ ბენზემას „ოქროს ბურთი“ საფრანგეთის ციხეში გამოფინეს.
France Football-ის ჟურნალისტი ტეო ტრუდი და მთავარი რედაქტორი პასკალ ფერე საფრანგეთის უდიდეს ციხეში მივიდნენ, რომელიც პარიზის სამხრეთ გარეუბან ფლერი-მეროჟიში მდებარეობს და პრიზი მსჯავრდებულებს აჩვენეს. ისინი გეგმავენ სტატიაც დაწერონ, რომელიც ციხეში სტუმრობას და პატიმრებთან გასაუბრებას მიეძღვნება.
ბენზემამ „ოქროს ბურთი“ ლიგა 1-ში „ლიონის“ „ნიცასთან“ თამაშამდეც გამოიტანა, რომლის აკადემიის აღზრდილიცაა.
„რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა პრიზი ოქტომბერში მიიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings