„ტრანსფერმარკტმა“ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევრომდე გაზარდა. საქართველოს ნაკრების ლიდერი სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეულში შევიდა და მე-8 ადგილზე აღმოჩნდა.
ხვიჩა სამ ფეხბურთელს დაეწია და მათთან ერთად მე-6-9 ადგილებს იყოფს. ხვიჩაზე წინ ერთი მისი თანაგუნდელია, სულ კი მხოლოდ 5 ფეხბურთელი.
სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეული ასე გამოიყურება:
- რაფაელ ლეაო, პორტუგალია, „მილანი“ – 85 მილიონი ევრო
 - დუშან ვლაჰოვიჩი, სერბეთი, „იუვენტუსი“ 80 – მილიონი ევრო
 - ლაუტარო მარტინესი, არგენტინა, „ინტერი“ – 75 მილიონი ევრო
 - ნიკოლო ბარელა, იტალია, „ინტერი“ – 70 მილიონი ევრო
 - ვიქტორ ოსიმენი, ნიგერია, „ნაპოლი“ – 70 მილიონი ევრო
 - სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, სერბეთი, „ლაციო“ – 60 მილიონი ევრო
 - მილან შკრინიარი, სლოვაკეთი, „ინტერი“ – 60 მილიონი ევრო
 - ხვიჩა კვარაცხელია, საქართველო, „ნაპოლი“ – 60 მილიონი ევრო
 - ფედერიკო კიეზა, იტალია, „იუვენტუსი“ – 60 მილიონი ევრო
 - რომელუ ლუკაკუ, ბელგია, „ინტერი“ – 55 მილიონი ევრო
 
ხვიჩა კვარაცხელიას ფასი „ნაპოლიში“ გადასვლამდე 15 მილიონი ევრო იყო, 4 თვეში 45 მილიონი გახდა, ახლა კი… ჯერ სად ხართ!..



GIPHY App Key not set. Please check settings