კონფერენს ლიგის მეორე სათამაშო დღეს ორმა ისეთმა გუნდმა ითამაშა, სადაც ქართული დიასპორა მრავლადაა.
“სლოვანი” სტუმრად “პიუნიკს” დაუპირისპირდა და ფავორიტის სტატუსის მიუხედავად 0:2 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ კაშია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო ჯაბა კანკავა დისკვალიფიცირებულია. 2 ტურს შემდეგ სლოვანს ორი მარცხი აქვს და ბოლო პოზიციაზეა.
პოზნანის “ლეხი” კი “აუსტრიას” დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა. იშაკს ისეთი ფორმა აქვს აკრეფილი, შეიძლება, პრემიერლიგაში წაიყვანონ, გუშინაც გაიტანა. კვეკვე ძირითადში იყო, წიტაიშვილი კი სათადარიგო სკამზე დარჩა.
GIPHY App Key not set. Please check settings