8 ნოემბერს “ნაპოლიმ”, სერია A-ს მე-14 ტურში, “ემპოლის” საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია, რაც “პარტენოპეისთვის” კალჩოში ზედიზედ მე-10 გამარჯვება აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ნეაპოლელთა დამრიგებელმა ლუჩანო სპალეტიმ უნიკალური შედეგი დააფიქსირა.
ის გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც თავის 2 გუნდს სერია A-ს ზედიზედ 10 შეხვედრა მოაგებინა.
ლუჩანომ ეს ნიშნული პირველად 2005/06 წლების სეზონში დააფიქსირა, როდესაც “რომაში” მუშაობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings