დღეს, გამთენიისას NBA-ის მორიგი შეხვედრები გაიმართა. აქამდე წაუგებელი “მილუოკი ბაქსი“ „ატლანტა ჰოუკსს“ ესტუმრა და პირველად დამარცხდა – 98:117.
სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ითამაშა. ჩვენიანმა სეზონში პირველი ქულებიც მოიპოვა. შეგახსენებთ, ქართველ კალათბურთელს ტვინის შერყევა ჰქონდა, რის გამოც 3 თამაშის გამოტოვება მოუწია.
სანდრომ 6 წუთი ითამაშა და ამ დროში 2 ქულის დაგროვება მოახერხა. მან 1-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და 2 სამქულიანიდან ორივე უშედეგოდ ისროლა.
გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ „ნიუ ორლეანს“ 129:122 მოუგო. ქართველ კალათბურთელს ამ შეხვედრაშიც მონაწილეობა არ მიუღია.
GIPHY App Key not set. Please check settings