საქართველოს ნაკრებს მალე გადამწყვეტი მატჩები ელის ერთა ლიგის ქვეჯგუფში. შესანიშნავად დაწყებული საქმე ბოლომდეა მისაყვანი. 23-ში მთავარ მეტოქეს ვხვდებით და თუ ჩრდ მაკედონიას მოვუგეთ, პირველობას გავინაღდებთ.
ჩვენმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა უკვე დაასახელა. იგივე გააკეთა მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ, რომელმაც პრესკონფერენციაც გამართა და საკადრო პრობლემებზე წაიწუწუნა.
„ფეხბურთელების მდგომარეობით კმაყოფილი არ ვარ. გამოძახებული ფეხბურთელების უმეტესობა ტრავმირებულია ან არ თამაშობს, ზოგიერთი კი უკლუბოდ დარჩა. არ ვწუწუნებ, მაგრამ პრობლემებს გვერდს ვერ ავუვლით. ვგეგმავთ ახალგაზრდების გამოყენებას, ჩვენ ჯერ კიდევ თაობის ჩამოყალიბების პროცესში ვართ. დაველოდოთ შაბათ-კვირას და ზუსტად გვეცოდინება რა გველოდება.
სანამ შანსი გვაქვს, ვეცდებით გამოვიყენოთ და პირველ ადგილზე გავიდეთ“, – განაცხადა მილევსკიმ.
უკვე შეიძლება ითქვას, რომ არ ითამაშებს „ბარნლის“ წევრი ჩურლინოვი, გამოირიცხა ნესტოროვსკის, ნიკოლოვის, რისტევსკისა და ბაბუნსკის თამაში. მეტოქის რიგებში ორი ახალი სახეა – აგონ ელეზი და იგორ ალეკსოვსკი.
ჩრდილოეთ მაკედონიის შემადგენლობა:
მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), კრისტიან ნაუმოვსკი (შკუპი), იგორ ალეკსოვსკი (რაბოტნიჩკი)
მცველები: სტეფან რისტოვსკი (დინამო, ხორვატია), დარკო ველკოვსკი (ალ ეტიფაქი, საუდის არაბეთი), ვისარ მუსლიუ (ინგოლშტადტი, გერმანია), ტოდორ ტოდოროვსკი (სუმგაითი, აზერბაიჯანი), სტეფან აშკოვსკი (ლამია, საბერძნეთი), ნიკოლა სერაფიმოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), გოიკო ზაიკოვი (ვორსკლა, უკრაინა), ბოიან დიმოსკი (აკადემია პანდევი)
ნახევარმცველები: ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ენის ბარდი (ტრაბზონსფორი, თურქეთი), არიან ადემი (დინამო, ხორვატია), ენის ფაზლაგიჩი (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), აგონ ელეზი (ვარაჟდინი, ხორვატია), იანი ატანასოვი (ჰაიდუკი, ხორვატია), სტეფან სპიროვსკი (პიუნიკი, სომხეთი), ეზგიან ალიოსკი (ფენერბაჰჩე, თურქეთი)
თავდამსხმელები: მილან რისტოვსკი (ტრნავა, სლოვაკეთი), ბოიან მიოვსკი (აბერდინი, შოტლანდია), დარკო ჩურლინოვი (ბარნლი, ინგლისი), ალექსანდრ ტრაიკოვსკი (ალ ფაიზალი, საუდის არაბეთი), ვალონ ეტემი (ისთანბულსფორი, თურქეთი), დორიან ბაბუნსკი (დებრეცენი, უნგრეთი), ლუპჩე დორიევი (შკენდია)
ჩრდ მაკედონია ჯერ თბილისში გვესტუმრება, შემდეგ კი 26 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings