კონფერენს ლიგის ბოლო ტურში “სლოვანმა” ვილნიუსში “ჟალგირისი” 2:1 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა. ნამატჩევს კომენტარი ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:
“ჯგუფში გამარჯვებით გახარებული ვართ. ამის, ჩვენ გარდა, არავის არ სჯეროდა. მესამე შეხვედრიდან კარგად ვითამაშეთ და გავლიდერდით, რაც შესანიშნავია. როგორც მწვრთნელი და ადამიანი, ამას ნორმალურად აღვიქვამ. რთული პერიოდი გადავიტანეთ და დღეს ბედნიერნი ვართ. ძალიან დავიღალე და ამავე დროს, გავიხარე.
თამაშს კარგად ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი გვქონდა და მეტოქისთვის საქმე ადრე უნდა მოგვეთავებინა. ჩაკვეტაძემ კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ
მომენტში პენალტი სხვანაირად უნდა დაერტყა.
ეს ჩვენი ყველაზე დიდი წარმატებაა, რომელსაც ჩემს წარმატებადაც ვთვლი – გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნება. გამარჯვებას მთელ სლოვაკეთს ვუძღვნით. გაზაფხულზე ბრატისლავაში ისევ ვიხილავთ ევროპულ ფეხბურთს”.
GIPHY App Key not set. Please check settings