in ,

პსჟ მეორე ადგილზე გავიდა, მილანი 9 წლის შემდეგ 1/8 ფინალშია – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა!

ესეც ასე, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურმა ეტაპმა ბოლო აკორდი შეასრულა და პარასკევს გასამართი წილისყრისათვის ემზადება.

“მილანმა” “ზალცბურგს” უმასპინძლა და უმარტივესად, 4:0 გაიმარჯვა, შესაბამისად, 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა და 9 წლიანი პაუზის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა.

რაფა ლეაუ და ფიკაიო ტომორი

ამავე ჯგუფის მატჩში, უმოტივაციო “ჩელსიმ” “დინამო ზაგრებს” 2:1 მოუგო.

გაილაღა “რეალმა”, რომელმაც “სელტიკს” უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა.

ასევე 4 ბურთიანი სხვაობით იმარჯვა ამ ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, “ლაიფციგმა”, რომლის მეტოქეც “შახტარი” იყო და მატჩი სტუმართა სასარგებლოდ, 4:0 დასრულდა.

ხოჭოლავას არ ყოფნაში “კოპენჰაგენმა” 1:1 დააფიქსირა “დორტმუნდთან”. გერმანელები შემდეგ ეტაპზე არიან.

“სიტისა” და “სევილიას” მატჩი კი 3:1 დასრულდა. რიკო ლუისი 17 წლისა და 346 დღის ასაკში არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შემდეგ გოლი გაიტანა ლიგაზე. აქამდე რეკორდი კარიმ ბენზემას ეკუთვნოდა 17 წ და 352 დღე

“პსჟ”-მ ნეიმარის არ ყოფნაში ტურინის მინდვრები დალაშქრა და ბებერ ქალბატონს ყოველგვარი პატივისცემის გარეშე, 2:1 მოუგო.

“მაკაბისა” და “ბენფიკას” მატჩი კი 1:6 დასრულდა და საინტერესო ისაა, რომ პორტუგალიელები პირველ ადგილზე გავიდნენ, რადგან პარიზელებს ქულებით და ბურთებით გაუტოლდნენ, ურთიერთშეხვედრებში კი უპირატესი პორტუგალიური გუნდია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინის მორიგი კარგი მატჩი!

ბრიტანული მირორი: კვარაცხელია ფეხბურთს თვალწარმტაცს ხდის