in

ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ – ლიგის ფაქტები

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის პირველი ნაწილი დასრულდა და უკვე ცნობილია პლეი-ოფის მონაწილე 14 გუნდი. „ბაიერნმა“ რეკორდი დაამყარა, „ნაპოლიმ“ პირველად წააგო, „ატლეტიკო“ საერთოდ ევროპის გარეშე დარჩა, D ჯგუფში კი „ტოტენჰემს“ და „აინტრახტს“ გაუმართლათ.

„ბაიერნმა“ მოუგო „ინტერს“ და გაანახლა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი, ჯგუფში ზედიზე 13 თამაში მოიგო.

„ბაიერნი“ პირველმა მოიგო ყველა 6-ვე მატჩი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ზედიზედ ორ სეზონში და ისტორიაში კი სამჯერ.

ჩუპო-მოტინგი „ბაიერნში“ ზედიზედ 6 მატჩია იტანს. მას 10 (7+3) ქულა აქვს ამ მონაკვეთში.

„რეინჯერსმა“ ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი დაამყარა, ჯგუფში ყველა მატჩი წააგო საერთო ანგარიშით – 2:22. ზაგრების „დინამოს“ 2:23 ჰქონდა.

„ნაპოლიმ“ სეზონში პირველად წააგო – „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდს 15 მოგება და 2 ფრე ჰქონდა.

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე ჩავისთან ერთად მხოლოდ 2 მატჩი მოიგო და ორივე პლზენის „ვიკტორიასთან“.

კლოპმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა. მას 46 მოგება, 28 ფრე და 26 წაგება აქვს.

კლოპმა მე-400 მატჩი ჩაატარა „ლივერპულის“ მწვრთნელად. ის მე-4 მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 50 მატჩი ჩაატარა.

კლოპი: „გვინდოდა რეაქცია გვეჩვენებინა „ლიდსთან“ წაგების შემდეგ“.

სპალეტი: „ნაპოლი“ გავიდა პლეი-ოფში და დაამტკიცა, რომ ჩვენი ძლიერი გუნდი ვართ“.

„ატლეტიკოს“ 1 მოგება აქვს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 შეხვედრაში (4 წაგება).

„ატლეტიკომ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველად დაიკავა მე-4 ადგილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყოფილი იტალიელი მსაჯი: კვარაცხელიაზე პენალტი უნდა დანიშნულიყო

იურგენ კლოპი: კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია