in

ბასილაშვილი პარიზის მასტერსს დღეს იწყებს!

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს პარიზის მასტერსზე ჩაერთვება და მსოფლიოს 69-ე ნომერს, 26 წლის ფრანგ ქვენტინ ჰალისს დაუპირისპირდება.

ამ ჩოგბურთელების გზები წელს ერთხელ უკვე გადაიკვეთა და ჩვენებურმა “უიმბლდონზე” სეტებში 3:1 იმარჯვა, სხვა დროს კი ისინი ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. 

თუ ნიკოლოზმა ფრანგული ბარიერი დაძლია, მისი შემდეგი მეტოქე ან ლორენცო მუსეტი, ან მარინ ჩილიჩი იქნება. 

პარიზის მასტერსი 2022 წელს ბასილაშვილისთვის ბოლო ტურნირი იქნება. ამით საჩოგბურთო სეზონი სრულდება და მხოლოდ შემაჯამებელი ტურნირი რჩება, სადაც ქართველი არ იქნება. 

ნიკოლოზისა და ჰალისის შეხვედრა თბილისის დროით 15:30-ზე არის ჩანიშნული

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

GOAL.COM-მა სერია ა-ს ბომბარდირთა დავა განიხილა. კვარა საქმეშია

ნოემბრის ტესტებისათვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა დასახელდა!