ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ლეგენდარულ დიეგო მარადონასთან შედარებაზე გააკეთა კომენტარი.
“არ არის არანაირი აღფრთოვანება, რომლებიც ხვიჩამ არ დაიმსახურა, მაგრამ მისი გოლი+პასის სტატისტიკის მარადონას პირველ სეზონთან შედარება დროის ფუჭად ხარჯვაა. როდესაც მარადონა “ნაპოლიში” გადავიდა, სრულიად სერიოზული საუბრები მიდიოდა იმაზე, რომ ფეხბურთს უგოლო სიკვდილი ემუქრებოდა.
უკნიდან ფეხებში ჩარტყმისათვის და ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათით დასჯას მაშინ არც კი განიხილავდნენ (წესი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შემოიღეს). მცველები მხოლოდ ასე ცელავდნენ, ეფექტურად და სასტიკად. ახლა “ნაპოლის” 30 გოლი აქვს
გატანილი, 1985 წლის გაზაფხულზე კი ჩემპიონატი 34 გოლით დაასრულა. დიახ, მაშინ 16 გუნდი იყო, თუმცა ხომ შეიძლება ჩატარებული მატჩების მიხედვით შევადაროთ.
ასე რომ, ბიჭებო, ეს შედარება უაზრობაა. ციფრები ყველაფერს ვერ გეტყვით. აბსოლუტურად უნივერსალური და ფეხბურთში ყოველგვარი ეჭვის გარეშე მხოლოდ აღფრთოვანებულად მეტყველების განსაკუთრებული ნაწილი ან წყევლაა”, – წერს უტკინი თავის “იუთუბ-არხზე”.
GIPHY App Key not set. Please check settings