in

ტონი კროოსმა კარიერაში პირველი წითელი მიიღო, რეალმა ქულები დაკარგა

გუშინ, მადრიდის “რეალი” “ჟირონას” მასპინძლობდა და ექსპერტებმა ლოს ბლანკოსს მარტივი გამარჯვება უწინასწარმეტყველეს, თუმცა…

როდრიგოს გოლით მადრიდელები დაწინაურდნენ, მაგრამ კრისტიან სტუანის პენალტმა პარიტეტი აღადგინა. “რეალი” დაკარგულ ქულებს მოინელებს, მაგრამ გუშინ ისეთი რამ მოხდა კროოსის კარიერაში, რომ პირველად დაფიქსირდა.

მატჩის ბოლოსკენ, ტონი უხეშობისათვის გააძევეს და ეს შემთხვევა პირველი აღმოჩნდა. ჰო, კროოსი, რომელსაც 8-იანი აცვია და პოზიციურადაც 8-იანია კარიერაში პირველ წითელს იღებს, თან იმის ფონზე, რომ უკვე 752 მატჩი აქვს ჩატარებული.

იყო მომენტი, როდესაც მადრიდელებმა გაიტანეს, მაგრამ მეკარეს ბურთი ცალი ხელით დაფიქსირებული ჰქონდა და გოლი გაუქმდა. ლოს ბლანკოსი კვლავ პირველ პოზიციაზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უტკინი: კვარაცხელიას და მარადონას შედარება დროის ფუჭი კარგვაა

დავიდ ლუისი და ლუის სუარესი ჩემპიონები გახდნენ!