ვარის ეპოქაში, ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ. მოკლედ, სერია ა-ს მატჩში, “იუვენტუსი” “სალერნიტანას” მასპინძლობდა და ისეთი რამ მოხდა, უბრალოდ რთულად დასაჯერებელია.
96-ე წუთზე, “იუვემ” გაიტანა და 3:2 გახდა, მილიკმა მაისური გაიძრო, რის გამოც მეორე ყვითელი უჩვენეს და მოედნიდან მიაბრძანეს, შემდეგ ვარი ჩაერთო და გოლი გააუქმა. აბა ნახეთ ეპიზოდი. აქ, ვარის არსებობის განმავლობაში პირველად, ხაზებმა შეცდომა დაუშვა. ეს პირდაპირ ვარის ოთახის შეცდომაა და არა მსაჯის.
მილიკს, ალეგრი და კუადრადო მიაყოლეს და მატჩი 2:2 დასრულდა. ახლა ბიანკონერის ხელმძღვანელობა მატჩის გადათამაშებას ითხოვს და “სალერნიტანას” შეფომაბაც თანხმობა განაცხადა, მაგრამ ასეთ მჭიდრო გრაფიკში ამის წარმოდგენა რთული ამბავია. “იუვე” კი მაგრად დაიჩაქრა.
GIPHY App Key not set. Please check settings