in ,

კვარა აიბროქსზე, მძიმე გამოცდა დუბლი2

საოცარი ჩემპიონთალიგური დებიუტის შემდეგ ჯერი ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სტადიონ “აიბროქსზე” მიდგა და დღეს, კვარაცხელიას “ნაპოლი” ჯოვანი ვან ბრონხორსტის “რეინჯერსს” ეწვევა.

მისი გვარის წარმოთქმა რთულია, მაგრამ მკვირცხლი ფეხები და გახსნილი გონება აქვსო ჯოვანი ვან ბრონკოჰრსტმა თქვა და ეს კიდევ ერთი სასიამოვნოდ მოსასმენი კომპლიმენტი ხვიჩას ჯერ კიდევ მწირ მუზეუმში.

“აიბროქსზე” წაფორხილება ჩვეული მოვლენაა. გასულ სეზონში: “დორტმუნდი”; “ლაიფციგი”; “ბრაგა” ერთიმეორეს მიყოლებით გაასვენეს პროტესტანტებმა.

გამოცდა იქნება ხვიჩა ჯეიმს ტავერნიეს პირპისპირ, რომელიც მთლად დიდებულ ფორმაში ვერაა და კოდი გაკპოს ცრუმოძრაობების შემედგ კვლავაც სუსტად გამოიყურება.

დღეს დიდი დღეა, კვარაშოუ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძველი და ამავდროულად ულევი დეციბელებით გაჟღენთილი “აიბროქსიდან”. 23:00-დან სტარტი იქნება!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იუვე გადათამაშებას ითხოვს, სრული სკანდალი სალერნიტანასთან მატჩის შემდეგ

ძიუდოისტთა შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე ცნობილია!