in

ვიდეო: სამარცხვინო მსაჯობა საქართველოს მესამე ლიგაში!

მე-3 ლიგაში მონაწილე ტყიბულის “მეშახტე” “კოლხეთი 1913”-თან 1:2 დამარცხდა. მატჩის მსვლელობისას შეხვედრის მთავარი არბიტრის, თ. კალაძის ობიექტურობამ კითხვის ნიშნები დატოვა.

“მეშახტემ” საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” ვიდეო გაავრცელა და მსაჯი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.

“5 წუთიან მონაკვეთში (62-67 წუთებზე), როცა ანგარიში 1:1 იყო და უპირატესობას ტყიბულლები ფლობდნენ მატჩის მთავარმა არბიტრმა თ.კალაძემ ჯერ 100%-იანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა სტუმართა კარში, შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ბაღდავიძის წინაღმდეგ ბოლო იმედის ჯარიმის დროს მცველი არ გააძევა და მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა
გარდა ამ 2 ეპიზოდისა 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღეს ტყიბულის მეშახტეს წაეგო

ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს მთავარი მსაჯი!..
▪️დღეს რაც ხდებოდა მოედანზე მხოლოდ ქართულ ფეხბურთს დააზარალებს!!!” – წერია “მეშახტის” განცხადებაში.

იმედია, ფეხბურთის ფედერაცია ჩაერთვება და გაარკვევს ამ ამბავს, დადასტურების შემთხვევაში კი მსაჯთა ბრიგადა იმედია მკაცრად დაისჯება, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ფეხბურთს დააზარალებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვირტუსმა რეალი შენგელიას გარეშე დაამარცხა

აგუეროს ლეგენდარულ, ხელუხლებელ მაისურს აუქციონზე ყიდიან