in

დონჩიჩის ფეერიული პერფორმანსი და ირვინგი&დურანტის 76 ქულა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “დალას მავერიკსი” “ბრუკლინ ნეტსს” ესტუმრა და 129:125 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან კაირი ირვინგმა გუნდს 39 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.

კევინ დურანტმა 37 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ორივე ვარსკვლავის მეგა-შეხვედრა სტუმართა ლიდერის, ლუკა დონჩიჩის ჩინებულმა პერფორმანსმა გადაფარა – სლოვენიელმა ვარსკვლავმა თავი 41 ქულით, 11 მოხსნით, 14 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, “ნეტსს” 1 მოგება და 4 მარცხი აქვს, შემდეგ შეხვედრას კი

30 ოქტომბერს, “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

“დალასს” 2 გამარჯვება და ამდენივე წაგება აქვს, მომდევნო მატჩს კი იმავე 30 ოქტომბერს, “ოკლაჰომა სითი თანდერთან” გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ შტურმს მოაგებინა, კაშიამ სლოვანს, კვეკვესკირმაც შეიტანა წვლილი: ქართველები ევროტურნირებზე

რონალდომ რონალდუ ყველა დროის საუკეთესოებს შორის არ დაასახელა