გასვლაზე “ნაპოლის” მიერ “რომასთან” სერია A-ს მეთერთმეტე ტურში მოგებულ მატჩში (1:0) “კორიერე დელო სპორტმა” სტუმართა გუნდის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ღირსეულ საქციელზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მოედნის ცენტრში მეტოქის ფეხბურთელი ლორენცო პელეგრინი ტრავმირებული იყო, ქართველმა კი რიკ კარსდორპს ბურთი ფეხებშუა გაუტარა და შემდეგ სახიფათო კონტრიერიშისას თამაში არ გააგრძელა.
კვარაცხელიას ჟესტი, რომელმაც “ოლიმპიკოზე” ყველას აპლოდისმენტები დაიმსახურა
“ნაპოლის” შემტევმა კვარაცხელიამ დაინახა, რომ პელეგრინი გაზონზე იწვა (მას ლობოტკამ უნებლიეთ ფეხი ჩაარტყა) და სახიფათო შეტევის წამოწყების ნაცვლად ბურთი აუტში გადააგდო, დიდი სპორტსმენის საკადრისი საქციელი გამოავლინა და
გულშემატკივრებმა ქართველ ფენომენს ტაში დაუკრეს”.
GIPHY App Key not set. Please check settings