სანამ ლიდერებზე ვიტყოდით ორიოდ სიტყვას, მანამდე „ლაიპციგზე“ უნდა ვთქვათ. მსგავსი რამ ფეხბურთში ხდება ხოლმე, მაგრამ მაინც იშვიათი რამაა. მოკლედ, სტუმრები 0:3-ს აგებდნენ აუგსბურგში, თამაშის დასრულებამდე კი 20 წუთზე ნაკლები რჩებოდა. ერთი ეგ იყო, რომ ცოტა ხნით ადრე (66-ე წთ) მასპინძლებს კაცი გაუგდეს და ამან იმოქმედა თუ სხვა რამ ფაქტია ის, რაც მოხდა – „ლაიპციგმა“ 17 წუთში მოახერხა ანგარიშის გაყაიმება. 73-ე წუთზე გატანილ გოლი კი ჰო და კულმინაცია სულ ბოლოს დადგა – გოლები 89-ე და 90-ე წუთებზე გავიდა ამ დრამაში.
ოთხეულის გუნდებმა კი მშვიდად მოიგეს, თანაც სამივემ ორბურთიანი უპირატესობით. „ბაიერნმა“ პირველსავე ტაიმში მოუგვარა საქმე „სოფლელებს“, ხოლო „ფრაიბურგმა“ „მუსიკოსებს“ ორივე გოლი მეორე ტაიმში უბოძა. „აინტრახტს“ ვითომ რთული გასვლა ელოდა გლადბახში, მაგრამ ფრანკფურტელებმა სამი მშრალი გოლი გაიტანეს პირველ ტაიმში და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.
ვიხილეთ ორი 5:0. თუ დორტმუნდელების გამარჯვება ასე თუ ისე დიდ მოულოდნელობას არ წარმოადგენს, შედარებით სენსაციურია „მაინცის“ მიერ „თხების“ გაბათურება.
ლიდერი კი კვლავ მოკრძალებული „უნიონია“. ბერლინელები აუტსაიდერთან ჩავიდნენ სათამაშოდ და რომც წაეგოთ, მაინც პირველზე დარჩებოდნენ, მაგრამ ასეთ დროს რა დროს ქულების დაკარგვაა. თუმცა “უნიონმა” ეს “მოახერხა”. თავად გოლი 90+3 წუთზე გაიტანა და ცხადია, რომ ვერ მოასწრებდა თამაშის გადარჩენას. ამ მარცხის გამო “ბაიერნთან” სხვაობა 1 ქულა დარჩა და ნათელია, რომ ბერლინელების პირველობა დასასრულს უახლოვდება.
ბუნდესლიგა – XI ტური
მაინცი – კიოლნი 5:0
ჰოფენჰაიმი – ბაიერნი 0:2
ფრაიბურგი – ვერდერი 2:0
დორტმუნდი – შტუტგარტი 5:0
ლევერკუზენი – ვოლფსბურგი 2:2
აუგსბურგი – ლაიპციგი 3:3
გლადბახი – აინტრახტი 1:3
ბოხუმი – უნიონი 2:1
ჰერტა – შალკე 2:1
GIPHY App Key not set. Please check settings