გარეთ ბეილის მაისურები წელს ყველაზე კარგად იყიდება MLS-ში.
33 წლის უელსელი ივნისში გადავიდა „ლოს ანჯელესში“ მადრიდის „რეალიდან“.
MLS-ის ოფიციალურმა საიტმა ყველაზე გაყიდვადი მაისურების რეიტინგი გამოაქვეყნა სეზონის სტარტიდან (თებერვალი) 1 სექტემბრამდე.
მიუხედავდ იმისა, რომ უელსელმა ამერიკაში თამაში სამ თვეზე ნაკლებია დაიწყო, მაინც მოექცა რეიტინგის სათავეში. გარეთს 2 გოლი აქვს 9 მატჩში.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა „შარლოტას“ მცველი კრისტიან ფუქსი, მესამეა „ლოს ანჯელესის“ ფორვარდი კარლოს ველა, რომელსაც „გალაქსის“ თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი მოყვება.
მე-8 ადგილზეა „ჩიკაგოს“ ჰავბეკი ჯერდან შაჩირი.
GIPHY App Key not set. Please check settings