ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩი „ვალენსიამ“ ძალიან უსახურად ჩაატარა და დამსახურებულადაც დამარცხდა – სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ 1:2. ვალენსიელთა შორის აშკარად საუკეთესო ქართველი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი იყო. ჩვენიანს საქმე საკმაოდ ჰქონდა და არაერთი რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ როდესაც მთლიანობაში გუნდი ასე უჯილოდ თამაშობს, მარტო ერთი კაცი და ისიც მეკარე რას გახდება. ორი გაშვებული გოლის მიუხედავად (თანაც ერთი ავტოგოლი), მამარდაშვილის თამაში აშკარად დადებითად უნდა შეფასდეს.
ყველაფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ საწყის 20 წუთში ჩვენს მეკარეს 4 ძალიან რთული ბურთის მოგერიება დასჭირდა და გუნდი არაერთხელ იხსნა გაშვებული გოლისგან.
რაიო ვალეკანო – ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 პალასონი (5), 2:0 გონსალესი (52, საკ. კარში), 1:2 დიაჰაბი (90+3)
„ვალენსიას“ 5 მატჩში 2 მოგება და 3 წაგება აქვს და ამ წუთისთვის 6 ქულით მე-12 ადგილზეა, თუმცა მის ქვემოთ მყოფებს ჯერ არ უთამაშიათ და შესაძლოა კიდევ უფრო დაქვეითდეს.
მომდევნო ტურში „ვალენსია“ შინ „სელტას“ მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings