ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელის ფერან ტორესის “ბარსელონაში” ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და მალე ესპანელი კატალონიურ გუნდს შეუერთდება.
მიუხედავად ამისა, totalfootballanalyses-მა ის ფეხბურთელები შეარჩია, რომლებიც “ბარსამ” ტორესის ჩაშლილი ტრანსფერის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს. ანალიტიკური ცენტრი ტორესის ერთ-ერთ ალტერნატივად ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავს.
“რუბინის” მოქმედი ფეხბურთელი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. 2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარით მოსკოვის “ლოკომოტივში” გაატარა, შემდეგ კი “რუბინის” ფეხბურთელი გახდა. რუსულ კლუბს კვარაცხელიას ტრანსფერში დიდი ფინანსური მოგების მიღება სურს. 183 სმ სიმაღლის კვარაცხელია ორივე ფეხით კარგად თამაშობს, ორივე ფლანგიდან უტევს, დინამიკური და მცველებისთვის სახიფათო შემტევია”, – წერს გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე.
ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ტორესის ალტერნატივად განიხილავენ: იარი ვერსხარენს (ანდერლეხტი), იერემი პინოს (ვილიარეალი), პედრო დე ლა ვეგას (ლანუსი).
GIPHY App Key not set. Please check settings