საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანურმა გამოცემა El Desmarque-მა წლევანდელი სეზონის “ვალენსიას” აღმოჩენად დაასახელა.
“გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის საწყის ტურებში, მოულოდნელად, გუნდის ძირითადი მეკარე იყო და მე-6 ტურამდე ნორმალურ შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. შემდეგ იგი იასპერ სილესენმა ჩაანაცვლა და კოპა დელ რეიზეც არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ ის ამ სეზონში “ღამურების” აღმოჩენაა. კლუბმა მის ხელშეკრულებაში ჩადებული. კონტრაქტის გამოსყიდვის პუნქტი უკვე აამოქმედა. მესტალიას გოლკიპერი დიდი ხნის განმავლობაში ეყოლება”, – წერს გამოცემა.
გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით 6 შეხვედრა ჩაატარა, 7 ბურთი გაუშვა და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
GIPHY App Key not set. Please check settings