საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველის ირაკლი აზაროვის შეძენით ბერძნული ფეხბურთის გრანდი პირეოსის “ოლიმპიაკოსია” დაინტერესებული.
ინფორმაციას ბერძნული მედია აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ პირეოსელებისთვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ ამოცანას მარცხენა განაპირა მცველის პოზიციის გაძლიერება წარმოადგენს და ამ პოზიციაზე ქართველ მარცხენა მცველს განიხილავენ.
აზაროვის გარდა, პირეოსელები “ნაიმიგემის” 21 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელ სუფიან ელ კარუანიას და “პარმას” 20 წლის ბერძენ მცველს ვასილის ზაგარიტისის აკვირდებიან.
გეტყვით იმასაც, რომ აზაროვის დამატებას ყველაზე აქტიურად თურქული “ტრაბზონსპორია” დაინტერესებული. ცოტა ხნის წინ, შვეიცარიული “ბაზელის” ინტერესზეც დაიწერა.
GIPHY App Key not set. Please check settings