in ,

ოლიმპიაკოსი აზაროვით დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველის ირაკლი აზაროვის შეძენით ბერძნული ფეხბურთის გრანდი პირეოსის “ოლიმპიაკოსია” დაინტერესებული.

ინფორმაციას ბერძნული მედია აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ პირეოსელებისთვის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ ამოცანას მარცხენა განაპირა მცველის პოზიციის გაძლიერება წარმოადგენს და ამ პოზიციაზე ქართველ მარცხენა მცველს განიხილავენ.
აზაროვის გარდა, პირეოსელები “ნაიმიგემის” 21 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელ სუფიან ელ კარუანიას და “პარმას” 20 წლის ბერძენ მცველს ვასილის ზაგარიტისის აკვირდებიან.

გეტყვით იმასაც, რომ აზაროვის დამატებას ყველაზე აქტიურად თურქული “ტრაბზონსპორია” დაინტერესებული. ცოტა ხნის წინ, შვეიცარიული “ბაზელის” ინტერესზეც დაიწერა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსი მწვრთნელი: გაგნიძე ჯერ კიდევ დინამო 2-ში შევნიშნე – მას ოპერატიული აზროვნება აქვს

საქართველო რეიტინგში დაწინაურდა და 85-ე ადგილზეა