ქართველებს რუსი გაწვრთნით. რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი უნგრეთის “ფერენცვაროშს” ჩაუდგა სათავეში. მოგეხსენებათ, რომ უნგრული გუნდის ღირსებას ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი იცავენ. სტანისლავ ჩერჩესოვს ქართველებთან მუშაობის გამოცდილება აქამდეც ჰქონია – იგი სოჭის “ჟემჩუჟინაში” გუჯა რუხაიას, ხოლო გროზნის “ტერეკში” ლევან გვაზავას წვრთნიდა.
ლაშა დვალი “ფერენცვაროშში” 2019 წლის იანვრიდან ირიცხება და მას შემდეგ 26 წლის ცენტრალურმა მცველმა ქვეყნის ჩემპიონობა სამჯერ მოიგო. რაც შეეხება ხარაიშვილს, “საბურთალოს” აღზრდილი შემტევი “ფერენცვაროშს” 2021 წლის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა ტრავმის გამო მოედანზე დიდი დროის გატარება ვერ მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings