ინგლისში კარგა გვარიანად აირია ვითარება, ვირუსმა ისევ იჩინა თავი და უამრავი მატჩი ვერ შედგა. გადადებულ თამაშებს ქვემოთ იხილავთ, ხოლო ცენტრალური შეხვედრა მაინც შედგა და თან მაგარი ჯახიც გამოვიდა.
“ტოტენჰემი”-“ლივერპულის” მატჩში ყველაფერი იყო – სახიფათო მომენტები, ტემპი, გოლები, შეცდომები, ალისონის დაუჯერებელი სეივები და მერე სონის გოლის დროს შეცდომა, წითელი ბარათი, გოლი (“ლივერპულის”), რომელიც შესაძლოა არ ჩაეთვალათ… მოკლედ, გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩებოდა, განსაკუთრებით კი “სიტის”, რომელიც 3 ქულით გაექცა “ლივერპულს”.
კეინი: “იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვერ მოვიგეთ. ჩვენ უკეთესი მომენტები გვქონდა”.
კონტე: “ტოტენჰემს” გეგმა ჰქონდა და ეს მარტო დაცვა არ ყოფილა. ფრით ცოტათი ნაწყენი ვართ”.
კლოპი: “მათი გეგმა იყო – “ლივერპულის” ზურგს უკან ბურთის გადაგდება და გაქცევა”.
კლოპი მსაჯს: “მე არ მაქვს პრობლემები მსაჯებთან, მარტო შენთან”.

“ლივერპულმა” 8-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.
კლოპმა პრემიერლიგაში 150 გამარჯვება ყველაზე ადრე მოიპოვა „ლივერპულის“ მწვრთნელებს შორის. ამისთვის 237 მატჩი ეყო.
„ლივერპული“ პირველი კლუბია, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში 2000 მატჩი მოიგო.
“ჩელსის” 1 მოგება აქვს ბოლო 5 მატჩში.
ტუხელი კოვიდზე: “თუ “ჩელსის” ახხალი შემთხვევები ექნება, მაგრამ თამაშს გვაიძულებენ, რა ვქნათ? არ მივიდეთ მატჩზე, არ ვივარჯიშოთ”.
გვარდიოლა: “ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი. კარგი შედეგი, მაგრამ არა თამაში”.
“სიტიმ” 2021 წელს პრემიერლიგაში 34 მატჩი მოიგო და “ლივერპულის” 39 წლის წინანდელი რეკორდი გააუმჯობესა.
“სიტიმ” ზედიზედ 8 მატჩი მოიგო. ბოლო სამ ტურში 12:0-ია.
“სიტიმ” 2021 წელს ჩემპიონატში 105 გოლი გაიტანა და1929 წლის საკლუბო რეკორდი მოხსნა.

„არსენალმა“ პირველ ტაიმში „ლიდსთან“ 11-ჯერ დაარტყა. ეს პრემიერლიგის რეკორდია მას შემდეგ, რაც სტატისტიკას ითვლიან.
“არსენალი” ოთხეულშია.
არსენალმა ინგლისში 7 ათასი გოლის გატანა მოახერხა: მასზე წინ მხოლოდ ორი გუნდია

14 დეკემბერი
ნორვიჩი – ასტონ ვილა 0:2
15 დეკემბერი
სიტი – ლიდსი 7:0
კრისტალ პალასი – საუთჰემპტონი 2:2
ბრაიტონი – ვულვერჰემპტონი 0:1
16 დეკემბერი
არსენალი – ვესტ ჰემი 2:0
ჩელსი – ევერტონი 1:1
ლივერპული – ნიუკასლი 3:1
18 დეკემბერი
ლიდსი – არსენალი 1:4
19 დეკემბერი
ნიუკასლი – სიტი 0:4
ვულვერჰემპტონი – ჩელსი 0:0
ტოტენჰემი – ლივერპული 2:2
გადაიდო
14 დეკემბერი
ბრენტფორდი – მანჩესტერი
15 დეკემბერი
ბარნლი – უოტფორდი
16 დეკემბერი
ლესტერი – ტოტენჰემი
18 დეკემბერი
ვესტ ჰემი – ნორვიჩი
უოტფორდი – კრისტალ პალასი
საუთჰემპტონი – ბრენტფორდი
მანჩესტერი – ბრაიტონი
ასტონ ვილა – ბარნლი
19 დეკემბერი
ევერტონი – ტოტენჰემი
როგორია გადადებული მატჩების წესები?
თითოეული შემთხვევა ცალკე განიხილება. რომელიმე გუნდმა შესაძლოა 6 დადებითი ტესტით ითამაშოს, ვიღაცამ სამით ვერ ითამაშოს (მაგალითადმ თუ სამივე დაინფიცირებული მეკარეა). საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერლიგა იღებს.
მატჩების ახალი თარიღი ჯერ უცნობია, კალენდარი ძალიან მჭიდროა, განსაკუთრებით ევროთასებზე მონაწილეებისთვის.