უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე +109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს 4-გზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე წარსდგა. ლაშამ ატაცში, რა გასაკვირია, სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
ტალახაძემ ასპარეზობა 210 კილოგრამით დაიწყო, რომელიც ძალიან დამაჯერებლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშა 218 კილოგრამზე მივიდე და მეორე ცდაზევე გაინაღდა ოქრო. მესამე ცდაზე კი, 225 კილოგრამი დაძლია და თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
ველოდებით აკვრას
GIPHY App Key not set. Please check settings