საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი თბილისის “დინამო”, რომელმაც Crystalbet ეროვნული ლიგის განვლილი სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, მომავალი წლისთვის გაძლიერებას იწყებს.
ცნობილი გახდა, რომ კახი ცხადაძის გუნდი 22 წლის გვინეელი შემტევი ნახევარმცველის ოსმანე კამარას დამატებას ცდილობს. ჩვენი ინფორმაციით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ და ტრანსფერიც მალე გაოფიციალურდება.
ოსმანე კამარამ განვლილი სეზონი გორის “დილას” შემადგენლობაში გაატარა, 36 შეხვედრაში 8 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ეროვნული ლიგის განვლილი სეზონის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
GIPHY App Key not set. Please check settings