in

მამუკელაშვილის 2 ქულა და 1 მოხსნა 6 წუთში: ტეიტუმის ბრწყინვალე თამაში ბოსტონს არ ეყო

გამთენიისას, ოკეანის გადაღმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი “მილუოკი ბაქსი” “ბოსტონ სელტიკს” დაუპირისპირდა და 117:103 დაამარცხა.

მიუხედავად მარცხისა, სუპერ მატჩი ჰქონდა “ბოსტონის” ლიდერ ჯეისონ ტეიტუმს, რომელმაც ჩემპიონს 42 ქულა ჩაუგდო, მაგრამ ეს მის გუნდს მოსაგებად არ ეყო.

სანდრო მამუკელაშვილს მატჩში 6:28 წუთი მიეცა და ამ დროის განმავლობაში ქართველმა ტალანტმა 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +8 იყო.

“მილუოკის” 18 გამარჯვება და 11 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.

სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკი ბაქსი” მომდევნო შეხვედრას 16 დეკემბერს გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბასილაშვილი ATP CUP-სთვის ჯოკოვიჩთან ერთად ემზადება

გურამ კაშიამ შესაძლოა ბათუმის დინამოში ითამაშოს