საფეხბურთო კლუბი “გენტი” დღეს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ტურის შეხვედრას გამართავს, რომელშიც ბელგიელები ესტონურ “ფლორას” უმასპინძლებენ. “გენტს” ჯგუფში 10 ქულა აქვს და მომავალ მატჩში ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, 1/8 ფინალში თამაში განაღდებული აქვთ.
დღევანდელი მატჩისთვის “ბუფალოს” მთავარმა მწვრთნელმა 22-კაციან სამატჩო განაცხადში 22 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დააბრუნა, რომელმაც “გენტის” მაისურით ბოლოს 7 ნოემბერს ჩემპიონატში “სერენის” წინააღმდეგ ითამაშა.
იმის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების შეკრებაზეც იყო ჩამოსული, მაგრამ ტრავმის მიზეზით არ უთამაშია და შეკრება ნაადრევად დატოვა და არც “გენტში” ხვდებოდა განაცხადში. ქართველი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” მწვრთნელებმაც გააკრიტიკეს, რომ მას ვარჯიშებზე მონდომება აკლია.
ამჯერად კი, როგორც ჩანს, ბელგიური გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგის კიდევ ერთ შანსს აძლევს.
22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, “გენტის” მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ამასთან, მის ანგარიშზე 5 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings