in

შენგელიამ საქართველოსთვის გული და სული დადო – FIBA

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ FIBA 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ფანჯარა შეაფასა. ფედერაციის ვებგვერდმა ყოველი ევროპული ნაკრებიდან თითო კალათბურთელი გამოარჩია და საქართველოს ნაკრებიდან ეს გუნდის კაპიტანი და ლიდერი თორნიკე შენგელია იყო, რომელიც უკრაინასთან თედ მაკფადენთან ერთად საუკეთესო იყო. უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ თოკომ ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 13 მოხსნა – მიითვალა.

“თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებისთვის ბოლომდე დაიხარჯა. უკრაინასთან მატჩის წინ დღეს, მან ევროლიგაზე “ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშა, რის შემდეგაც კერძო თვითმფრინავით ეგრევე თბილისში გამოფრინდა და თავის ნაკრებს ულიდერა. შენგელიამ თამაშში მთელი გული და სული ჩადო და ყველაფერი გაიღო საქართველოს ნაკრებისთვის. ესპანეთთან მატჩში თორნიკემ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, რაც ქართველებისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა და ილიას ზუროსის გუნდი ხაენში დიდი სხვაობით დამარცხდა”, – წერს FIBA.

როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ფანჯარაზე საქართველომ უკრაინა 88:83 დაამარცხა. ესპანეთთან კი, 61:89 დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას, “ჯვაროსნები” 24 თებერვალს შინ ჩღდ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ აქვთ, 27-ში კი იმავე მაკედონიელებს გასვლაზე ეთამაშებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პარიზი ოქროს ქალაქია: მესიმ პარიზულ პუბლიკას ოქროს ბურთი წარუდგინა, დონარუმამაც

რონალდოს დაცვის წევრები შარში არიან, კრიშტიანოსთან მუშაობის უფლება არ გქონდათო