საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2021 წლის ნოემბრის ტესტ-სერიებზე ორი შეხვედრა გამართა. “ბორჯღალოსნები” ბორდოში საფრანგეთთან 15:41 დამარცხდნენ, ფიჯელებთან კი ფრეს მიაღწიეს – 15:15.
საქართველოს ნაკრებმა განვლილი მატჩების შემდეგ, საკმაოდ კარგი გამოხმაურება დაიმსახურა. სტატისტიკურად ყველაზე მეტად კი, საქართველოს ნაკრების და ფრანგული “ლიონის” ფულბეკი დავით ნინიაშვილი გამოირჩა.
დავით ნინიაშვილი ისეთი სახელიანი მორაგბეების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც არიან: ანტუან დუპონი, ლიამ უილიამსი, ნიკ ტომპკინსი და დარსი გრემი.
“შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით გამართულ ტესტ მატჩებში, მოედანზე გატარებული წუთების მიხედვით, ამ მორაგბეემა საშუალოდ ყველაზე მეტი დამცველი მოატყუეს. საფრანგეთისა და ფიჯის წინააღმდეგ, ნინიაშვილმა 160 წუთი დაჰყო მოედანზე და ამ დროის განმავლობაში მან მოწინააღმდეგის საშუალოდ 4.5 დამცველი მოატყუა.
GIPHY App Key not set. Please check settings