in

უეფა და ლიგები სეზონში 8 მილიარდს დაკარგავენ თუ მუნდიალი ყოველ ორ წელიწადში ჩატარდება

მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გამართვის გადაწყვეტილებამ შესაძლოა სერიოზულ ფინანსურ დანაკარგებთან მიიყვანოს უეფა და ეროვნული ჩემპიონატები.

აუდიტორულმა კომპანია KPMG კვლევა ჩაატარა Delta Partners-თან ერთად. შედეგების მიხედვით, დაასკვნეს, რომ ეროვნულ ჩემპიონატებს სერიოზული დარტყმა მიადგებათ თუ მუნდიალი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდა.

კერძოდ, სეზონში ლიგებმა და უეფამ შესაძლოა 8 მილაირდი ევრო დაკარგონ ტელეუფლებებისა და მატჩებიდან შემოსავლების გამო. აქედან 5 მილიარდი უშუალოდ აუდიოვიზუალური უფლებებია. მატჩების რაოდენობის შემცირების გამო ლიგები დაახლოებით 1.75 მილიარს ევროს იზარალებენ, კიდევ 901 მლნ ევროს – კალენდარში ცვლილებების გამო, რადგან ბევრი მატჩი უქმეებიდან სამუშაო დღეებში გადაინაცვლებს.

რეკლამაზე ლიგები და უეფა 2.16 მლრდ ევროს დაკარგავენ (მიმდინარე შემოსავლების დაახლოებით 25%). მატჩ-დეის დანაკარგი 1.2 მლრდ ევროდ ფასდება (ასევე დაახლოებით 25%).

პროგნოზის თანახმად, თუ მსოფლიო პირველობა ყოველ ორ წელიწადში გაიმართა, ლიგების შემოსავალი 14 მილიარდზე მეტი ევროდან 9 მილიარდამდე დავარდება.

გარდა ამისა, მუნდიალის ჩატარების ახალმა ფორმატმა შესაძლოა ეროვნულ ჩემპიონატებში გუნდების შემცირება გამოიწვიოს. ვარაუდობენ, რომ მაყურებლის ინტერესი ფეხბურთის მიმართ დაეცემა.

კვლევაში გაითვალისწინეს არა მარტო ევროპის ტოპ 5 ლიგა, არამედ MLS, ასევე მექსიკის, იაპონიისა და სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპარლამენტი სუპერლიგისა და 2-წლიანი მსოფლიო ჩემპიონატის წინააღმდეგია

ლაშა დვალი: ნაკრები პროგრესირებს და თუ ჭკვიანურად ვითამაშებთ, ნებისმიერთან შეგვიძლია წარმატებაზე ფიქრი – ზამთარში შესაძლოა კლუბი შევიცვალო