საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილისთვის მატჩი საფრანგეთთან წააგო – 5:7.
შეხვედრა დაძაბული წარიმართა და გუნდებს გატანა უჭირდათ. ჩვენს გუნდში ბომბარდირი ნიკა შუშიაშვილი გახდა, თითო გოლი კი ბორის ვაპენსკისა და ანდრია ბითაძის ანგარიშზეა.
საბოლოოდ ფრანგებმა იმარჯვეს და ამის გამო მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლა მოგვიწევს.
საქართველო ხვალ, 10 სექტემბერს მონტენეგროსთან ითამაშებს. გეხსომებათ
ამ ჩემპიონატზე უკვე შევხვდით მონტენეგროელებს – ჯგუფის გახსნითი მატჩი 11:14 დავთმეთ.
GIPHY App Key not set. Please check settings