in

ვიდეო: მოურინიო ფერგიუსონის მერე ყველაზე კარგია – ჟოზემ აფენა-გიანას 800-ევროიანი ფეხსაცმელი აჩუქა

„რომას“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ESPN-მა „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა ალექს ფერგიუსონის გუნდიდან წასვლის შემდეგ პერიოდში.

პორტუგალიელი გუნდში 2016 წლის მაისიდან 2018 წლის დეკემბრამდე მუშაობდა და მას „ფერგის წასვლის შემდგომ ეპოქაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი“ უწოდეს. ჟოზემ მართალია არც თუ ყველაზე ღირებული, მაგრამ მაინც მოიგო რაღაც-რაღაცეები.

მისმა შემცვლელმა ოლე-გუნარ სულშერმა მეორე ადგილი დაიკავა (2018-დეკემბერი – 2021 ნოემბერი). ESPN-მა ნორვეგიელზე დაწერა, რომ ის უკეთეს ვითარებას ტოვებს, ვიდრე თავად მიიღო მემკვიდრეობად.

მესამე ადგილი ერგო ლუი ვან გაალს. გამოცდილი სპეციალისტი ახლა ნიდერლანდების ნაკრებს ავარჯიშებს, ხოლო „მანჩესტერში“ 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის მაისამდე დაჰყო.

ბოლო ადგილი დაიკავა დევიდ მოიესმა, ამჟამად „ვესტ ჰემის“ მწვრთნელმა. „მანჩესტერში“ მას წელიწადზე ნაკლები დრო მისცეს.

დავუბრუნდეთ მოურინიოს. ჟოზემ პირობა შეასრულა და თავისი გუნდის ფორვარდს ფელიქს აფენა-გიანას საჩუქარი გაუკეთა.

მას შემდეგ, რაც 18 წლის განელმა „ჯენოასთან“ მე-13 ტურის გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა (2:0 – შეცვლაზე შევიდა და ბოლოსკენ შეყარა გოლები) და გუნდს მოაგებინა, მწვრთნელმა შეთანხმებაზე ისაუბრა: „მას ძალიან ძვირიან ფეხსაცმელს დავპირდი, 800-ევროიანს“. როდესაც გოლს აღნიშნავდა ამისი შესახებ შემახსენა, რომ არ დამვიწყებოდა“.

„სამუდამოდ მემახსოვრება მისტერ. ჩემით სიამაყის საბაბს მოგცემთ“, – დაწერა ახალგაზრდა ფეხბურთელმა და ვიდეოში ჩანს როგორ იღებს საჩუქარს და ირგებს ახალ ფეხსაცმელს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Fiba-მ შერმადინი გამოარჩია: გიორგი Top 10 ცენტრს შორის

ეს რამხელა გული გქონია: მარადონა უგულოდ დაკრძალეს, რომ არ მოეპარათ