2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მომზადებისა და მემკვიდრეობის უზენაესი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჰასან ალ-ტავადიმ აცნობა, რომ ქვეყანაში დასრულდა ბოლო, მეშვიდე სტადიონის მშენებლობა.
„ძალიან ამაყები ვართ გამოვაცხადოთ არენა „974“-ის მშენებლობის დასრულების შესახებ, – დაწერა ალ-ტავადის სიტყვები Goal-მა – ეს კიდევ ერთი ეტაპია 2022 წლის გზაზე, რადგან ჩვენ ვუახლოვდებით პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას“.
სტადიონ „974“-ის (აქამდე რას-აბუ-აბუდის სახელით იყო ცნობილი) ტევადობა 40 ათასს შეადგენს. ამ სტადიონზე დაგეგმილია მუნდიალის 7 მატჩის, ასევე არაბული ქვეყნების თასის 6 მატჩის ჩატარება.
GIPHY App Key not set. Please check settings