კუბელი ქალბატონი მავის ალვარესი მოწმედ გამოვიდა დიეგო მარადონას გარემოცვის წინააღმდეგ ადამიანებით ვაჭრობისა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, მათ შორის სექსუალური მიზნებით.
ქალმა, რომელსაც 16 წლის ასაკი მარადონასთან ურთიერთობა ჰქონდა, სასამართლოში ჩვენება მისცა სასტიკი მოპყრობის შესახებ, რომელიც თავად გადაიტანა იმ პერიოდში.
საუბარია არგეტინელი ფეხბურთელის ნათესავებისა და გარემოცვის ბრალზე ადამიანით ვაჭრობაში – მაშინ გოგონა ბუენოს აირესში გადააგზავნეს მკერდის იმპლანტაციის ოპერაციისთვის.
37 წლის კუბელი არგენტინის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა სამინისტროში 3 საათი აძლევდა ჩვენებას ოთახში, რომელიც გეზელის სარკით იყო აღჭურვილი (მინა, რომელიც ერთი მხრივ სარკედ ჩანს, მეორე მხრივ კი დაბურულია), ასეთი რამ კი ჩვეულებისამებრ ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში გამოიყენება.
ქალმა იმის შესახებ ისაუბრა, რაც ადრე ტელევიზიით მოყვა.
კუბელი გოგონა ამბობს, რომ მარადონამ ის შეაცდინა: კოკაინზე შესვა და მკერდის გადიდება მოსთხოვა
ალვარესმა განაცხადა, რომ 2001 წელს ის არგენტინაში აშკარად „სექსუალური მიზნებისთვის“ „ზეწოლის შედეგად“ გადაიყვანეს. მან აცნობა, რომ მარადონას გარემოცვა მას სასტუმროდან არ უშვებდა, შემდეგ კი გადაიყვანეს სახლში, სადაც ოპერაციით გამოწვეული ინფექციისგან უნდა მოერჩინათ
ადვოკატის თქმით, გოგონა კუბიდან იმხანად კუბის ლიდერის ფიდელ კასტროს ხელშეწყობით გაიყვანეს.
GIPHY App Key not set. Please check settings