in

ბითაძის 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა:ინდიანა ისევ დამარცხდა

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე მისი საშუალო სათამაშო დროა (7.5 წუთი). Nba-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში ინდიანამ შარლოტ ჰორნეტსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძლაში – 118:121 წააგო.

ინდინას სასტარტო ხუთეულმა ვერ გაამართლა. ლიდერ დომანტას საბონისს 8 ქულა ჰქონდა, ხოლო მაილს ტერნერს – 6. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ინდიანელს 23 წუთზე მეტი არ უთამაშია. გოგა ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე არასრული 22 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მის ნგარიშზე საბოლოოდ 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ინდიანელებმა მეტოქეს 14 ქულით აჯობეს. ქართველი ცენტრი საკმაოდ აქტიური იყო, 2 დაჯარიმდა და ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს. შარლოტში 32 ქულით, 11 მოხსნით და 8 პასით საუკეთესო ლონზო ბოლი გახლდათ.

ინდიანას 6 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. 2 დღეში ინდიანელები ნიუ ორლეანს უმასპინძლებენ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსელონეტამ დინამო გადაცურა: მორიგი მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

კუბელი ქალი მარადონას გარემოცვას ადამიანის ვაჭრობაში ადანაშაულებს: მან ჩვენება მისცა