წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო შეხვედრა გამართა.
საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” თბილისის “დინამო” ესპანურ “ბარსელონეტას” დაუპირისპირდა და მორიგი მარცხი განიცადა-7:20.
“ბარსელონეტა” ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ის ესპანეთის ნაკრების საბაზისო გუნდს წარმოადგენს. შეხვედრა თავიდანვე “ბარსელონეტას” უპირატესობით წარიმართა და მეტოქემ ეგრევე მოახერხა დიდი უპირატესობის მოპოვება. ესპანელები აგრესიულ, მაღლა ამოწეულ პრესინგს გვეთამაშებოდნენ, შეტევების დროს კი, “ბარსელონეტა” შეტევებს კარგად გვიშლიდა და ძელის მოთამაშეებს კარგად იყენებდნენ.
დეიან სტანოიევიჩის გუნდის შემადგენლობაში გოლებით თავი: სანდრო ადეიშვილმა(3), რევაზ იმნაიშვილმა, დუშან ვასიჩმა, ანდრია ბითაძე, ვატო დადვანმა გაიტანეს.
შეგახსენებთ, წინა ორი შეხვედრა თბილისის “დინამომ” პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” და “იადრანთან” დამარცხდა.
მომდევნო მატჩს, “დინამო” 30 ნოემბერეს, ისევ ოლიმპიკში, ბრეშას წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings