ბრიტანულ პრესაში პრაქტიკულად გადაწყვეტილად მიაჩნიათ, რომ 44 წლის გრემ პოტერი, ლონდონის “ჩელსის” მესაჭე გახდება.
გუშინ, ლონდონელებმა თომას ტუხელი დაითხოვეს და მწვრთნელის პოსტიც ვაკანტური გახდა.
გრემ პოტერი ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ინგლისელ მწვრთნელად ითვლება და ბევრმა ის გარეტ საუთგეითის შემცვლელადაც მოიაზრა. 2011 წელს გრემი შვედეთის მეორე დივიზიონის გუნდს წვრთნიდა და ახლა “ჩელსის” მესაჭე გახდება.

ფაბრიციო რომანო; “ბბს”; “სქაი” ; “ბთ სპორტი” და სხვა წყაროები ამის შესახებ იუწყებიან.
პოტერის “ბრაიტონი” კი 13 ქულით მე-4 ადგილზეა და ახალ სეზონში მშვენივრად გამოიყურება.
GIPHY App Key not set. Please check settings