in

პოტერი ჩელსის მწვრთნელი გახდება!

ბრიტანულ პრესაში პრაქტიკულად გადაწყვეტილად მიაჩნიათ, რომ 44 წლის გრემ პოტერი, ლონდონის “ჩელსის” მესაჭე გახდება.

გუშინ, ლონდონელებმა თომას ტუხელი დაითხოვეს და მწვრთნელის პოსტიც ვაკანტური გახდა.

გრემ პოტერი ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ინგლისელ მწვრთნელად ითვლება და ბევრმა ის გარეტ საუთგეითის შემცვლელადაც მოიაზრა. 2011 წელს გრემი შვედეთის მეორე დივიზიონის გუნდს წვრთნიდა და ახლა “ჩელსის” მესაჭე გახდება.

ფაბრიციო რომანო; “ბბს”; “სქაი” ; “ბთ სპორტი” და სხვა წყაროები ამის შესახებ იუწყებიან.

პოტერის “ბრაიტონი” კი 13 ქულით მე-4 ადგილზეა და ახალ სეზონში მშვენივრად გამოიყურება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარლოს ალკარასმა 5 საათიან თრილერში გაიმარჯვა!

ევრობასკეტზე პლეი-ოფი იწყება: უჩვენოდ – წყვილები და გრაფიკი