საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ამჯერად იჯარის წესისთ ოდესის “ჩერნომორეცის” ღირსებას იცავს, პარასკევს კიევის “დინამოს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
მოგეხსენებათ, წიტაიშვილი “ჩერნომერეცში” სწორედ კიევური კლუბიდანაა განათხოვრებული და მას “დინამოს” წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ჰქონდა, თუმცა “დინამოს” პრეზიდენტის გადაწყვეტილებით “ჩერნომორეცში” განათხოვრებულ ფეხბურთელებს მისი გუნდის წინააღმდეგ თამაშის საშუალება მიეცემათ და და თუ ისინი კარგ შთაბეჭდილებას დატოვებენ, არაა გამორიცხული მათ კიევის “დინამოს” შემადგენლობაში კონკრეტულ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები ჩაანაცვლონ.
აქედან გამომდინარე ეს წიტაიშვილისთვის შანსი იქნება, თავის გამოჩენის შემთხვევაში “დინამოში” დაბრუნდეს.
კიევის “დინამოსა” და ოდესის “ჩერნომორეცის” შეხვედრა 19 ნოემბერს, თბილისის დროით, 21:30 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings