in

ლევან მაისაშვილი: კარგად ვიცით ფიჯის ძლიერი და სუსტი მხარეები

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 20 ნოემბერს ესპანეტში 2021 წლის ბოლო შეხვედრას გამართავს. ნოემბრის ტესტ-სერიის მეორე მატჩში “ბორჯღალოსნები” ფიჯის” ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ეს ამ გუნდების მეექვსე დაპირისპირებაა, საიდანაც საქართველომ ერთადერთხელ მოიგო, 5 შემთხვევაში კი, გამარჯვება “მფრინავ ფიჯელებს” დარჩათ.

ფიჯისთან მატჩამდე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა.

“ფიჯის წინააღმდეგ თამაშისთვის ინტენსიურად ვემზადებით. საბედნიეროდ, არ გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები. კარგად ვიცით ფიჯის ნაკრების სუსტი და ძლიერი მხარეები. საფრანგეთის ნაკრებისგან განსხვავებით, ფიჯელებს სუსტი წერტილები საკმაოდ ბევრი აქვთ და ვეცდებით ამის გამოყენებას. “-თქვა ლევან მაისაშვილმა

ნოემბრის ტესტ-სერიის მატჩებში ფიჯელებმა ესპანეთი დამაჯერებლად დაამარცხეს და უელსისთან დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებმა კი, საფრანგეთთან 15:41 წააგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორ გადარჩა კალუშა: თავგატეხილი სიმულანტი და სან მარინოს გოლი 8 წამში – შესარჩევების ფაქტები

ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიოზე გაცილებით გამოცდილი გუნდი ვიქნებით