საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გოგა ბითაძემ NBA-ში მორიგი შეხვედრა გამართა, მაგრამ ამჯერად მას მცირე სათამაშო დრო მიეცა. “ინდიანა პეისერსი” “დეტროიტ პისტონსს” დაუპირისპირდა და 89:97 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 4.5 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ 1 მოხსნა მიითვალა.
“ინდიანას” 16 მატჩის შემდეგ, 6 მოგება და 10 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი 20 ნოემბერს “შარლოტ ჰორნეტსთან” გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings