ალჟირის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შინ ბურკინა ფასოსთან 2:2 ითამაშა.
მატჩის წინ მასპინძლებმა მეტოქე შავი მაგიის გამოყენებაში დაადანაშაულეს. ალჟირელებმა ეკზორცისტი გამოიძახეს, სავარაუდო წყევლა რომ მოეხსნათ.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებით ალჟირმა პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში, ბურკინა ფასო კი მეორე აადგილზე გავიდა.