Crystalbet ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მსაჯების არაერთი შეცდომის გახსენება შეიძლება. ყველაზე უხეში შეცდომა, ალბათ ბათუმის “დინამოსა” და “საბურთალოს” მატჩზე მოხდა, როდესაც გიორგი ყრუაშვილმა “საბურთალოს” კარში გოლი ისე ჩათვალა, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.
მსგავსი შეცდომები მომავალ სეზონში აღარ იქნება, რადგან უკვე ოფიციალურად მომავალ სეზონში ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში VAR სისტემა დაინერგება.
“ფიფასთან უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს მუშაობა საქართველოში ვიდეორეფერის დანერგვასთან დაკავშირებით. 17-18 ნოემბერს ფიფას წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები იმართება თბილისში. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული სისტემის ეროვნულ ჩემპიონატში დანერგვა და უკვე 2022 წლიდან შევძლოთ მისი გამოყენება. ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ ყველა იმ პროცედურის შესახებ, რაც სავალდებულოა იმისათვის, რომ ფიფასგან მივიღოთ ლიცენზია და მოგვეცეს შიდა ჩემპიონატში ვიდეო რეფერით სარგებლობის უფლება.
საქართველოშო ვიდეორეფერის დასანაერგად სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელსაც ფიფა-ს ყოფილი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს.
პროცესი მოიცავს მსაჯების გადამზადებას, ტექნიკური აღჭურვილობისა და სატელევიზო გადაღების გამართვას. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ ყველა დეტალს და შედგება სამუშაო გრაფიკი. სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში აღნიშნული პროცესი გახანგრძლივდა, თუმცა, სასიხარულოა, რომ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელებმა უკვე შეძლეს საქართველოში ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მათი დახმარებით, მალე შევძლებთ ჩვენ ჩემპიონატში ამ სისტემის დანერგვას”- თქვა დავით მუჯირმა.
“VAR-ის სისტემის საქართველოში დანერგვის პროცესი მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დავიწყეთ და შეხვედრები ონლაინფორმატით იმართებოდა. დღეს ფიფას წარმომადგენლებმა უკვე მოახერხეს საქართველოში ჩამოსვლა, ისინი უშუალოდ გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ამ პროექტთან დაკავშირებით”, – თქვა გიორგი ვადაჭკორიამ.
GIPHY App Key not set. Please check settings