in

თოკომ ბარსას 17 ქულა ჩაუგდო: ცსკა ისევ დამარცხდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გუშინ ევროლიგის მორიგი შეხვედრა ჩაატარა. მე-10 ტურის შეხვედრაში თოკოს ცსკა “ბარსელონას დაუპირისპირდა 71:81 დამარცხდა.

მოსკოველები მეოთხე მეოთხედის წინ 7-ქულიანი უპირატესობით იგებდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდი 13:30 წააგეს და საბოლოოდ მარცხიც იგემეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 28:11 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

10 ტურის შემდეგ მოსკოვის ცსკა მე-10 ადგილზეა. ცსკა-სთვის ეს ევროლიგის მიმდინარე სეზონში განცდილი მე-6 მარცხია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისტორიული მატჩი: იტალია საქართველოს ეწვევა

მომავალი წლიდან საქართველოში VAR დაინერგება