in

ტოჩინოშინი ბრუნდება: ქართველ სუმოისტს უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად 5 გამარჯვება სჭირდება

34 წლის ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი, რომელმაც ტრავმის გამო იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე კიუშუ ბაშოს პირველი ოთხი დღე გამოტოვა, ტრავმა მოიშუშა და ხვალ დოჰიოზე გამოვა.

ყოფილი ქართველი ექს-ოძეკი კიუშუ ბაშოზე მე-13 მაეგაშირას რანგში წარსდგება და მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება. ტოჩინოშინი კაგაიაკის მეთერთმეტედ დაუპირისპირდება. ურთიერთშეხვედრებში ქართველს აშკარა უპირატესობა აქვს – 8 გამარჯვება, 2 მარცხის წილ.

ქართველ სუმოისტს მაკუუჩი დივიზიონში ზედიზედ 5 ბაშო აქვს დასრულებული უარყოფითი ბალანსით. ელიტაში დასარჩენად, გორგაძეს ფუკუოკაში მინიმუმ 5 ორთაბრძოლის მოგება სჭირდება, კიდევ ერთი წარუმატებლობის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, რანგით მე-2 – ჯურიოს დივიზიონში აღმოჩნდება, რაც კარიერის დასრულების ტოლფასი იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია და სტერლინგი შესარჩევის საუკეთესო დრიბლიორები არიან

რამაზ სვანაძე: ევროპის ჩემპიონატზე საქართველო არ იქნება გუნდი, რომელიც მხოლოდ მონაწილეობისთვის გამოვა